დაპირისპირება ბორჯომში
ხმაური იყო დღეს ბორჯომში, სადაც გირჩი მეტი თავისუფლების წევრებს სემინარის ჩატარების უფლება არ მისცეს. რამდენიმე ადამიანი დილიდან იმ სასტუმროსთან მივიდა, სადაც გირჩის წევრებს ახალგაზრდებისთვის ტრენინგი უნდა ჩაეტარებინათ. დაძაბული ვითარება იყო საათზე მეტ ხანს, შეურაცხმყოფელი განცხადებებითა და კვერცხების სროლით, სასტუმროსთან მისულები გირჩი მეტი თავისუფლების წევრებს ბორჯომის ტერიტორიის დაუყონებლივ დატოვებას სთხოვდნენ. მოგვიანებით ადგილზე მივიდა ორგანიზაცია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი. ამ ფაქტამდე კი ინციდენტი მოხდა გორში, სადაც ზურაბ ჯაფარიძეს ერთ-ერთი მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა
