სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობი გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 15 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში ჩართული მოქალაქეები მონაწილეობენ. ამ დროისთვის, გაწმენდილია დაზიანებული ცენტრალური და შიდა გზები, მოსახლეობას შეფერხების გარეშე მიეწოდება ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება დღის მეორე ნახევარში ყველგან სრულად იქნება აღდგენილი. აქტიურად გრძელდება ქალაქ გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე დაზიანებული საერთო საცხოვრებლების სარდაფების გაწმენდის სამუშაოები
