ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან. ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის ბოლო შეხვედრას ანკარაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე და გამოთქვეს იმედი რომ მაღალი დონის შეხვედრები არსებული ინტენსივობით შენარჩუნდება, რაც დადებით აისახება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია
