ჯორჯიის შტატის გუბერნატორის განცხადება
ამერიკის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ აჩვენა, რომ საქართველოსა და ჯორჯიის შტატს, სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო. „დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ“ - წერს გუბერნატორი „ტვიტერში“
