ზურა გირჩი ჯაფარიძეს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა
პირი, რომელიც გორში, ზურა გირჩი ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდა, სოსო მაისურაძეა. მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ზურა ჯაფარიძე ცემა პატრიარქის და ეკლესიის შეუარცყოფისთვის. როგორც ფეისბუქ პოსტშია ნათქვამი, იგი არსად დამალვას არ აპირებს. ჯაფარიძე თბილისში, პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა
