დაპირისპირება ბორჯომში
ხმაური და დაპირისპირება იყო ბორჯომში, სადაც გირჩი მეტი თავისუფლების წევრები, სემინარის გამართვას გეგმავდნენ. ზურა გირჩი ჯაფარიძის, პარტიას მოქალაქეებმა სემინარის ჩატარების უფლება არ მისცეს და მათი მიერ, ბოლო პერიოდში, პატრიარქზე, ქართულ ეკელსიაზე გაკეთებული განცხადებები შეახსენეს. ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ და გირჩი მეტი თავისუფლების მიერ დაგეგმილი სემინარი ჩაიშალა. საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ტრენინგის შესახებ, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს უნდა ჩაეტარებინა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დაფუძნების დღიდანვე გაცხადებული იყო, რომ დესტრუქციულ ძალებს ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მისცემდნენ
