პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მონაწილეებს პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები, სერტიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე ახალგაზრდობის, საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად
