დასასვენებელი სივრცე ავტოფარეხების ნაცვლად
შარტავას ქუჩაზე, ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოების შედეგად, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა და შემდეგ გზის საფარი დაიგო. გაკეთდა კალათბურთის მინი მოედანი და დასასვენებელი სივრცე. მოეწყო საბავშვო, გასართობი ზონები. დარგეს 25 სხვადასხვა სახეობის ხე მცენარე. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა
