შს სამინისტრომ კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით, სამი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
