პანელური დისკუსია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების სესია პანელური დისკუსიით დაიხურა, რომელზეც მთავარი მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი იყო. პანელური დისკუსიის მთავარ თემას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური დემოკრატიის ფორმირება წარმოადგენდა და ის გაეროში საბერძნეთის მისიისა და ევრო პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა. რატი იონათამიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობისა და კანონ შემოქმედებითი პროცესების გამოცდილებაზე. საქართველოს პარლამენტის როლი შშმ პირთა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით მხარეების მიერ დადებითად შეფასდა
