პრემიერი აშშ-ის დელეგაციას შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი, ეროვნული გვარდიის გენერალი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი
