ტრამპის განცხადება
შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა მისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს. 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე. შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ბრალის წაყენება არჩევნებში ჩარევა და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის კიდევ ერთი მცდელობაა
