დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა ჯანმრთელი იპოვეს
11 წლის მარიამ ბარაბაძე, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისში ეძებდნენ, იპოვეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს. სამართალდამცველები მოზარდის სამძებრო ღონისძიებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. 11 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო მოსახლეობაც. მოზარდს ოჯახის წევრები საღამოს 7 საათიდან ეძებდნენ
