გურჯაანში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს
გურჯაანში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს. ცენტრალური მაგისტრალები და შიდა საუბნო გზების ნაწილი გაწმენდილია. პრემიერ-მინისტრის დავალებით გურჯაანში, სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ. პარალელურად "ნაციონალური მოძრაობა" აქაც პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
სიუჟეტის ავტორი: კახა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
