ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფესტივალისთვის მზადება იწყება და ამისათვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოფა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს 25 მლნ ლარი უკვე გამოყოფილია.
