საქართველოს პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი, ასევე ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი. საუბრის თემა სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა იყო.
