სახალხო დამცველმა ორხევის სოციალური საცხოვრისი მოინახულა
სახალხო დამცველმა ორხევის სოციალური საცხოვრისი მოინახულა. ლევან იოსელიანი სოციალურად დაუცველებს შეხვდა და საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ პირადად მოისმინა. ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი ავარიულია და არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, ხოლო საცხოვრებელი პირობები მოსაწესრიგებელია. სამგორის გამგეობაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა რის შემდეგაც დადგინდება ექვემდებარება თუ არა შენობა ექსპლუატაციას.
