აფრიკის სამშვიდობო მისია კიევშია
აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები უკრაინაში რუსეთის ომის შესაჩერებლად მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობას ცდილობენ. ისინი უკრაინულ მხარეს სამშვიდობო გეგმას გააცნობენ. „როიტერსის“ ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული ნდობის ზომები, ერთი მხრივ, რუსული ჯარების უკან დახევასა და მეორე მხრივ, მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქებას გულისხმობს. იგეგმება აფრიკული მისიის ვიზიტიც მოსკოვში.
