საბერძნეთში მიგრანტთა ნავის ჩაძირვის გამო სამართალდამცველებმა 9 ეჭვმიტანილი დააკავეს
საბერძნეთში მიგრანტთა ნავის ჩაძირვის გამო, რასაც 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, სამართალდამცველებმა 9 ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ სათევზაო ნავით მიგრანტების უკანონოდ გადაყვანა ედებათ ბრალად. ნავზე, რომელიც საბერძნეთის სანაპიროსთან 14 ივნისს ჩაიძირა, 750 ადამიანი, მათ შორის 100-მდე ბავშვი იმყოფებოდა.
