საგზაო უსაფრთხოება
საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამარჯვებული ფილმები გამოავლინეს. კონკურსის ბოლო ეტაპზე 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეარჩიეს. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების ერთიანი ელექტრონული ბაზისა და მონაცემთა აღრიცხვის ეფექტიანი სისტემის შექმნასა და გამართული საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას.