განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იმერეთის რეგიონის სკოლების მასწავლებლებს შეხვდა
შეხვედრა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. მინისტრმა პედაგოგებისგან პირადად მოისმინა მოსაზრებები სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ. შეხვედრისას საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებს.
