რასა იუკნევიჩიენეს განცხადება
ევროდეპუტატს რასა იუკნევიჩიენეს სახელისუფლებო გუნდის წევრები ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ახსნებენ. ამასთან, ურჩევენ, პარალელი გაავლოს, სად იყო და სად არის დღეს საქართველო, რომელიც წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება. ევროდეპუტატმა ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას თქვა, რომ თუ „ქართული ოცნების“არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ივანიშვილი ევროპული პერსპექტივაზე უკეთესია.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
