საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ლუჩიანო სპალეტის ამ თანამდებობაზე ფრანგი რუდი გარსია შეცვლის. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა და ის მოგვიანებით, როგორც გარსიამ, ასევე „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურეს.
