რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. მინისტრთა კაბინეტს მარსელ ჩიოლაკუ უხელმძღვანელებს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციის წესით დაიკავა. მთავრობის ახალ შემადგენლობას 290-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი იყო 95 დეპუტატი.
