ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის სასაზღვრო დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს
ცნობას პოლონური რადიო ავრცელებს და იუწყება, რომ ინციდენტი რამდენიმე დღის წინ პირველად მოხდა, რასაც მესაზღრეების მხრიდან განგაში მოჰყვა. წყაროსავე ცნობით, ჯერ დაუდგენელია, კონკრეტულად, ვინ გახსნა ცეცხლი. ინფორმაცია მომხდარის შესახებ სეიმს გადაეცა.
