საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს კურსკის ოლქზე
დრონების სამიზნეში კავშირგაბმულობის ანძა მოექცა, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დრონებით თავდასხმა მოხდა სუმის ოლქზეც. რეგიონული მმართველობის ცნობით, რეგიონში 10-მდე აფეთქება იყო, დაიჭრა სამი ბავშვი. ირანული დრონებით თავს დაესხნენ ოდესის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებსაც.
