ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაგრილების სისტემისთვის საკმარისი წყალია, დნეპრის დონემ კი კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიწია. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ ატომური ეკნერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსის თქმით, ობიექტზე ვითარების სტაბილიზაციისთვის ყველა ზომაა მიღებული, თუმცა, ამის მიუხედავად, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ატომური სადგური დატვირთვით ამუშავდეს.
