კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტისა და იმ თანამშრომლების მოლაპარაკება
ჭიათურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობებს არ თანხმდებიან, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ძირითად საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ხელფასის მატება, კომპანიის წინადადებით, ხუთი პროცენტით განისაზღვრება, ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები გრძელდება. პარალელურად, კომპანია ყველა დასაქმებულს მუშაობის განახლებას და ხელფასის 100%ით გადახდას სთავაზობს, ბონუსები და ბენეფიტები კი წარმოების განახლების შემდეგ, ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვრება. იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობაზე უარს იტყვიან და გაფიცვას განაგრძობენ, კომპანია მედიაციის დასრულებამდე სპეციალურ სამუშაო რეჟიმს 1-ელ აგვისტომდე გაუხანგრძლივებს და ხელფასის 60 %-ს გადაუხდის.
