რადიკალები ევროინტეგრაციის წინააღმდეგ
ბრიუსელის 12 რეკომენდაციიდან დეპოლარიზაციის დასრულება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ დეპოლარიზაცია დიდი ალბათობით შეუსრულებელი დარჩება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედი ლაივში“ თქვა, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება ქვეყანა.
