დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან
ილია დარჩიაშვილი კანონმდებლების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურ ინფორმცაის მიაწვდის და კანონმდებლების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხებს.
