სტიქია კახეთში
გურჯანიის მუნიციპალიტეტეში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ ეტაპისთვის, გაწმენდილია ცენტრალური მაგისტრალი და შიდა გზების ნაწილი. წყალდიდობამ დააზიანა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა ქუჩები, კორპუსებისა და კერძო სახლების პირველი სართულები და სარდაფები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გურჯაანის მერიაში დღეს დილით საგანგებო სხდომა გაიმართა შეფასდა სტიქიის შედეგები და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები.
