ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია და რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია და რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა. სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე, გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული გამოწვევები განიხილა.
