ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი ლაივში“
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი ლაივში“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შარშან, სტატუსთან დაკავშირებით, უსამართლო და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამჟერად კი იმედი აქვს, რომ ევროკავშირი და მისი ძირითადი მოთამაშეები დაინახავენ საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.
