უკრაინული დეოლიგარქიზაცია დეგნანის აქცენტებით
დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, რომელიც კელი დეგნანის მტკიცებით, კიევმა ვენეციის კომისიიდან ნახევარი წლის წინ გაიწვია, ვენეციამ გუშინ დაიწუნა. ირკვევა, რომ დოკუმენტი ამ დრომდე იტალიაში იყო, დიპლომატის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ კი ოპოზიციას კარგი არგუმენტი მისცა და პოლიტიკური უთანხმოებაც გაამწვავა. როგორ ხსნის საელჩო დეგნანის განცხადებებს? „ქრონიკის“ კითხვის პასუხად- საელჩო კვლავ იმას ამბობს, რომ კიევს ვენეციის კომისიიდან კანონის გაწვევა სურდა, წერილის დანარჩენი ნაწილი ისევ საქართველოსთვის რჩევებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.
