საქართველო გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმს მასპინძლობს
საქართველო გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმს მასპინძლობს. ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და „საქპატენტის“ ორგანიზებით იმართება. თბილისშია 62 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი, ხოლო სიმპოზიუმის მუშაობაში დისტანციურად ჩაერთვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 800-მდე მონაწილე.
