გერმანიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია
„გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, გაერთიანებას და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩათვლით“ - ნათქვამია უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში, რომელიც გერმანიის კანცლერმა, საგარეო, ფინანსთა და თავდაცვის უწყებების ხელმძღანელებთან ერთად წარმოადგინა.
