აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობას განათლების მინისტრი და ევროკავშირის ელჩი გაეცნენ. სკოლის გახსნა მომავალი წლის სექტემბერში იგეგმება. სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის სწავლებაზე, ენების შესწავლასა და მულტიკულუტრულ განათლებაზე დაფუძნებულ ორ საგანმანათლებლო პროგრამას - ეროვნულ სადიპლომო პროგრამასა და საერთაშორისო ბაკალავრიატის ინგლისურენოვან სადიპლომო პროგრამას შესთავაზებს.