პარლამენტი 12 პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებით დაასრულებს
პარლამენტი 12 პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებით დაასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია რეკომენდაციას გააუქმებს, კანონი არ ამოქმედდება. მეხუთე პუნქტზე გაურკვევლობა ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას შორის განსხვავებულმა პოზიციებმა გამოიწვია. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის მიხედვით, კანონი ამ ფორმით არ უნდა დამტკიცდეს, რადგან ის, რისკის შემცველია. საკითხზე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა.
