დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინაში
უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისის დასკვნამ გამოააშკარავა, რომ ამერიკის ელჩმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. შესაბამისად, მმართველი გუნდის სიმართლე დადასტურდა. კელი დეგნანი რამდენი თვის წინ ამტკიცებდა, რომ ვენეციის კომისიიდან უკრაინამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გაიწვია და კომისია მხოლოდ ქართულ ვერსიას შაეფასებდა, თუმცა უკვე ვიცით, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა დასკვნა უკრაინულ კანონზეც მოამზადეს. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინას კომისიიდან კანონი არ გაუწვევია. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კელი დეგნანმა პოლიტიკურ პროცესს ზიანი მიაყენა.
