ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიელ კოლეგას ალექსანდერ დე კროოს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მის ბელგიელ კოლეგას, ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატით გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
