დღეს მილანში სილვიო ბერლუსკონის დაკრძალავენ
ცერემონია დუომოს კათედრალში გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან იტალიის მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური ლიდერები; ასევე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, და ევროკავშირის ეკონომიკის კომისარი. გლოვის დღესთან დაკავშირებით იტალიის პარლამენტში კენჭისყრა ერთი კვირა არ ჩატარდება.
