არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისზე ხელმისაწვდომობა იზრდება
მათ საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ფსიქიატრის კონსულტაციით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მათი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგიც. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
