ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამები განახლდება
ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამები განახლდება. რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება. საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობის მიღება დედაქალაქში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ. პროგრამები უფასოა და ყველაფერს თბილისის მერია უზრუნველყოფს.
