დაპირისპირება პარლამენტში
დაპირისპირება პარლამენტში. დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. სესიას ესწრებოდნენ შშმ პირებიც და ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. არაადეკვატური მოქალაქე უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ პერფორმანსის ავტორს, ხოლო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ოპონენტები ფაშისტებად მოიხსენია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ბავშვებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
