ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაშია
რაფაელ გროსი კიევში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. მხარეებმა კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგები განიხილეს. დღეს გროსი ენერგოდარში გაემგზავრება, სადაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მივა. სადგურს გასული წლის მარტიდან საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.
