პუტინი: დეფიციტი გვაქვს
კრემლის ლიდერი უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთ გზად დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მიიჩნევს. პუტინის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა იარაღს ვეღარ მიიღებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაუბრუნდება. რუსეთის პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ რუსულ ჯარს საკმარისი იარაღი, ტექნიკა და აღჭურვილობა არ აქვს, თუმცა განაცხადა, რომ მოსკოვი იარაღის წარმოებას აძლიერებს.
