დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი მოსწონს ევროკომისიას, თუმცა დაიწუნა ვენეციის კომისიამ
ორ ევროპულ სტრუქტურას შორის განსხვავებული მოსაზრებებია, მმართველი გუნდი კი აქცენტს ევროკომისიაზე აკეთებს და სპეკულაციების გამოსარიცხად 12 პუნქტს მიყვება. სწორედ ამიტომ პარლამენტმა მეორე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, თუმცა პროექტის საბოლოო დამტკიცების შემდეგ კანონი გამოქვეყნებისთანავე არ ამოქმედდება.
