პრემიერი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველო-ლიხტენშტაინის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს დღეს პრემიერ-მინისტრმა და ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა და დომინიკ ჰასლერმა სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო განათლებისა და სპორტის სფეროში ურთიერთობათა პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ჰასლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიხტენშტაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
