სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვას ავრცელებს სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჯორჯია მელონის განცხადებით, ბერლუსკონი მებრძოლი ადამიანი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იტალია აუცილებლად მიაღწევს იმ მიზნებს, რომლებიც ბერლუსკონისთან ერთად ჰქონდათ დასახული.
