კანონპროექტი სუროგაციის რეგულაციასთან დაკავშირებით
სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია. ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება დემოგრაფიას - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
